ჭიანჭველასებრნი (ლათ. Formicidae) — მწერების ოჯახი სიფრიფანაფრთიანთა რიგისა. ისინი „საზოგადოებრივი მწერები“ არიან და ენათესავებიან ბზიკებსა და ფუტკრებს. ჭიანჭველები წარმოიშვნენ და განვითარდნენ ბზიკისებრთა სახეობის წინაპრებისგან შუა ცარეულ პერიოდში, 110-130 მილიონი წლის წინ და ამ მწერების სხვადასხვა სახეობად დაყოფა მოხდა დედამიწაზე ყვავილოვანი მცენარეების განვითარების შემდეგ. საერთო, 22 000 სახეობიდან ჭიანჭველების 12 500-ზე მეტი სახეობა კლასიფიცირებულია, რაც გამოწვეულია მათთვის დამახასიათებელი თავზე მიერთებული მოხრილი საცეცებითა და სხეულის კვანძოვანი აგებულობით.
ჭიანჭველები ცხოვრობენ რთულ ბუდეებში, სადაც ფრთიან მამლებსა და დედლებთან ერთად არის ერთი ან რამდენიმე კვერცხმდები უფრო დედალი ანუ „დედოფალი“ და ბევრი უფრო მუშა (სქესობრივად განუვითარებელი დედალი). მუშის სხეულის სიგრძე 0,8-30 მმ აღწევს, დედალი ბევრად უფრო მსხვილია, რადგან მუცელი გამოვსებული აქვს კვერცხებით. ჭიანჭველასებრნის მღრღნელი ტიპის პირის აპარატი აქვთ. ზოგჯერ ოჯახები ქმნიან კოლონიებს, რომელთა შორისაც ხდება საკვებისა და ინდივიდების გაცვლა. წელიწადის თბილ დროს ფრთიანი დედალ-მამალი ჭიანჭველები ტოვებენ ბუდესსაქორწინო ფრენისთვის; დაწყვილების შემდეგ მამალი კვდება, დედალი კი კარგავს ფრთებს და იწყებს ახალი ბუდის შენებას.
ჭიანჭველები ცხოვრობენ კოლონიებად, დაწყებული მცირე ზომის ჯგუფიდან, რომელიც შეიძლება ცხოვრობდეს პატარა ბუნებრივ ღრმულებში, დამთავრებული რთული სტრუქტურის ორგანიზაციით, რომლებიც შეიძლება იკავებდეს უზარმაზარ ტერიტორიას და მისი კოლონია შედგებოდეს მილიონობით ინდივიდისაგან. დიდი კოლონიები ხშირად შედგება უნაყოფო და უფრთო მდედრი ჭიანჭველებისაგან, რომლებიც გაერთიანებულნი არიან „მუშების“, „ჯარისკაცების“ ან სხვა სპეციფიკურ ჯგუფებში. თითქმის ყველა კოლონიას ჰყავს რამდენიმე ნაყოფიერი მამრი და ერთი ან მეტი ნაყოფიერი მდედრი, რომელსაც ეძახიან დედოფალს. კოლონიებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სუპერორგანიზმს, რადგანაც მათ ახასიათებთ ერთობლივი მოქმედება და საერთო საქმიანობა კოლონიის განსავითარებლად.
ჭიანჭველები დასახლებულნი არიან დედამიწის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. გამონაკლისია მხოლოდ ანტარქტიდა და ასევე, რამდენიმე უმნიშვნელო და საცხოვრებლად არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების მქონე კუნძული. ჭიანჭველები ვითარდებიან უმრავლეს ეკოსისტემაში და ხმელეთის ბინადართა ბიომასის დაახლოებით 15-25%-ს შეადგენენ. სხვადასხვა გარემოში განვითარების მთავარი გასაღები მდგომარეობს მათ სოციალურ ორგანიზაციასა და უნარში, გარდაქმნან საცხოვრებელი ადგილი გარემო პირობების შესაბამისად.
ჭიანჭველები ჟგუფ-ჯგუფად ან ოჯახებად ცხოვრობენ, თითოეულ ოჯახს ჰყავს დედოფალი,
რომელიც სხვებთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანია. ის ყველა ჭიანჭველას დედაა. მისი
სამუშაო ის არის, რომ დადოს კვერცხები.
რომელიც სხვებთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანია. ის ყველა ჭიანჭველას დედაა. მისი
სამუშაო ის არის, რომ დადოს კვერცხები.
მამა ჭიანჭველებს არ შეუძლიათ ოჯახის მახლობლად გავლა.
თითოეულ ოჯახს ჰყავს “ჯარისკაცი ჭიანჭველა”. ისინი უფრო დიდები არიან, ვიდრე სხვა
ჭიანჭველები. ჯარისკაცი ჭიანჭველები მამა ჭიანჭველებს არ აძლევენ უფლებას, რომ ოჯახის
მახლობლად გაიარონ. ჯარისკაც ჭიანჭველებს შეუძლიათ მოკლან და შეჭამონ მამა ჭიანჭველა,
თუ ოჯახს მიეკარება.თითოეულ ოჯახში არიან მუშა ჭიანჭველები. ოჯახში არიან მხოლოდ და მხოლოდ “ქალი” ჭიანჭველები.
მათი სამუშაო ძალზედ ძნელია. მათ შეუძლიათ თავიანთ სხეულზე ორმოცდაათჯერ მძიმე რამე აწიონ. ჭიანჭველები. ჯარისკაცი ჭიანჭველები მამა ჭიანჭველებს არ აძლევენ უფლებას, რომ ოჯახის
მახლობლად გაიარონ. ჯარისკაც ჭიანჭველებს შეუძლიათ მოკლან და შეჭამონ მამა ჭიანჭველა,
თუ ოჯახს მიეკარება.თითოეულ ოჯახში არიან მუშა ჭიანჭველები. ოჯახში არიან მხოლოდ და მხოლოდ “ქალი” ჭიანჭველები.
ჭიანჭველას აქვს 6 ფეხი, სამ ნაწილად დაყოფილი სხეული, ჩონჩხი და ასევე ანტელა. ჭიანჭველეს
არ აქვთ ყურები, ამიტომ ანტენის დახმარებით მათ შეუძლიათ იგრძნონ, მოისმინონ და ა.შ.
ზოგიერთ ჭიანჭველას თვალებიც არ აქვს.
არ აქვთ ყურები, ამიტომ ანტენის დახმარებით მათ შეუძლიათ იგრძნონ, მოისმინონ და ა.შ.
ზოგიერთ ჭიანჭველას თვალებიც არ აქვს.
ჭიანჭველათარსებანი
ჭიანჭველასებრნი (ლათ. Formicidae) — მწერების ოჯახი სიფრიფანაფრთიანთა რიგისა. ისინი „საზოგადოებრივი მწერები“ არიან და ენათესავებიან ბზიკებსა და ფუტკრებს. ჭიანჭველები წარმოიშვნენ და განვითარდნენ ბზიკისებრთა სახეობის წინაპრებისგან შუა ცარცულ პერიოდში, 110-130 მილიონი წლის წინ და ამ მწერების სხვადასხვა სახეობად დაყოფა მოხდა დედამიწაზე ყვავილოვანი მცენარეების განვითარების შემდეგ. საერთო, 22 000 სახეობიდან ჭიანჭველების 12 500-ზე მეტი სახეობა კლასიფიცირებულია, რაც გამოწვეულია მათთვის დამახასიათებელი თავზე მიერთებული მოხრილი საცეცებითა და სხეულის კვანძოვანი აგებულებით.
ჭიანჭველები ცხოვრობენ რთულ ბუდეებში, სადაც ფრთიან მამლებსა და დედლებთან ერთად არის ერთი ან რამდენიმე კვერცხმდები უფრო დედალი ანუ „დედოფალი“ და ბევრი უფრო მუშა (სქესობრივად განუვითარებელი დედალი). მუშის სხეულის სიგრძე 0,8-30 მმ აღწევს, დედალი ბევრად უფრო მსხვილია, რადგან მუცელი გამოვსებული აქვს კვერცხებით. ჭიანჭველასებრნის მღრღნელი ტიპის პირის აპარატი აქვთ. ზოგჯერ ოჯახები ქმნიან კოლონიებს, რომელთა შორისაც ხდება საკვებისა და ინდივიდების გაცვლა. წელიწადის თბილ დროს ფრთიანი დედალ-მამალი ჭიანჭველები ტოვებენ ბუდესსაქორწინო ფრენისთვის; დაწყვილების შემდეგ მამალი კვდება, დედალი კი კარგავს ფრთებს და იწყებს ახალი ბუდის შენებას.
ჭიანჭველები ცხოვრობენ კოლონიებად, დაწყებული მცირე ზომის ჯგუფიდან, რომელიც შეიძლება ცხოვრობდეს პატარა ბუნებრივ ღრმულებში, დამთავრებული რთული სტრუქტურის ორგანიზაციით, რომლებიც შეიძლება იკავებდეს უზარმაზარ ტერიტორიას და მისი კოლონია შედგებოდეს მილიონობით ინდივიდისაგან. დიდი კოლონიები ხშირად შედგება უნაყოფო და უფრთო მდედრი ჭიანჭველებისაგან, რომლებიც გაერთიანებულნი არიან „მუშების“, „ჯარისკაცების“ ან სხვა სპეციფიკურ ჯგუფებში. თითქმის ყველა კოლონიას ჰყავს რამდენიმე ნაყოფიერი მამრი და ერთი ან მეტი ნაყოფიერი მდედრი, რომელსაც ეძახიან დედოფალს. კოლონიებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სუპერორგანიზმს, რადგანაც მათ ახასიათებთ ერთობლივი მოქმედება და საერთო საქმიანობა კოლონიის განსავითარებლად.
ჭიანჭველები დასახლებულნი არიან დედამიწის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. გამონაკლისია მხოლოდ ანტარქტიდა და ასევე, რამდენიმე უმნიშვნელო და საცხოვრებლად არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების მქონე კუნძული. ჭიანჭველები ვითარდებიან უმრავლეს ეკოსისტემაში და ხმელეთის ბინადართა ბიომასის დაახლოებით 15-25%-ს შეადგენენ. სხვადასხვა გარემოში განვითარების მთავარი გასაღები მდგომარეობს მათ სოციალურ ორგანიზაციასა და უნარში, გარდაქმნან საცხოვრებელი ადგილი გარემო პირობების შესაბამისად.
ჭიანჭველასებრთა წარმომადგენლებს ახასიათებთ სპეციფიკური ნიშნები დაანაწილონ სამუშაო, დაამყარონ ერთმანეთთან კომუნიკაცია და ასევე, გადაჭრან რთული პრობლემები. ამით ისინი ადამიანთა საზოგადოებას ემსგავსებიან. ჭიანჭველებს იყენებენ სხვადასხვა კულტურაში: სამზარეულოში, მედიცინაში და ასევე, სხვადასხვა რიტუალში. ჭიანჭველების უნარმა, დაამუშაონ და გამოიყენონ სხვადასხვა სახის რესურსი, შესაძლოა გარკვეული კონფლიქტი წარმოშვას ადამიანებთან, რადგანაც ისინი ქმნიან საფრთხეს გაანადგურონ მარცვლეულის მარაგები ან შეაღწიონ შენობებში. ზოგიერთი სახეობა, როგორიცაა წითური ჭიანჭველები, ცნობილნი არიან როგორც „დამპყრობლები“, რადგანაც ისინი ფუძნდებიან და იკავებენ იმ ტერიტორიას, სადაც შემთხვევით მოხვდებიან.
ტყისა და ველის ბიოცენოზში ტყის ქარც ჭიანჭველებს მათი მტაცებლური ბუნების გამო დიდი მნიშვნელობა აქვთ. მათ იყენებენ ტყის მავნებლების წინააღმდეგ და ამიტომ ხელოვნურადაც ავრცელებენ, ზრუნავენ როგორც ჭიანჭველასებრთა, ისე მათი ბუდეების დასაცავად. საქართველოში ჭიანჭველების 102 სახეობა და 23 ქვესახეობაა აღნიშნული.
No comments:
Post a Comment